пятница, 18 июня 2010 г.

აკვარიუმი




ფ ა ნ ჯ ა რ ა

წ ყ ა ლ ქ ვ ე შ ა

ს ა მ ყ ა რ ო შ ი



1. პროექტის სახელი: აკვარიუმი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აკვარიუმის შესახებ. იკვლევენ რამდენად აქტიურია და მეტიც, აუცილებელიც, მათი ურთიერთობა გლობალური ინდუსტრიალიზაციის საუკუნეში გარე სამყაროსთან, ბუნების თუნდაც მცირე ნაწილთან. მათ შეუძლიათ შექმნან პატარა აკვარიუმი და საკლასო ოთახში მოათავსონ. დახატონ სხვადასხვა ზომის და ფორმის აკვარიუმები და განათავსონ საიტზე.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: რამდენად სასარგებლოა აკვარიუმი საცხოვრებელ სახლებში, დაწესებულებებსა და ოფისებში.მაგრამ თუ გვსურს „ცოცხალმა სურათმა“ მეტი ესთეტიკური სიამოვნება მოგვანიჭოს და პრობლემებიც არ შეგვიქმნას, აკვარიუმისა და მისი ბინადრების სწორად მოვლის წესებიც უნდა ვიცოდეთ. როგორი აკვარიუმი შევქმნათ, სად დავდგათ, რომელი წყალმცენარეები ჩავრგოთ, როგორი და რამდენი თევზი ვიყოლიოთ, როგორ გამოვკვებოთ ისინი და, ბოლოს, როგორ ვიზრუნოთ მათზე. აკვარიუმში მობინადრე ცხოველებზე დაკვირვება საინტერესო ინფორმაციას იძლევა თევზების ცხოვრების ნირის, მათი ქცევისა და ამა თუ იმ პირობებთან შემგუებლობის თვალსაზრისით.

4. მოსწავლეთა ასაკი: რეკომენდირებულია: 8-14 წწ.

5. ვადები - ხანგრძლივობა: 1 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება, ვებ-გვერდების გაკეთება, სურათებიშ გადაღება, ტექსტების კითხვა, წერა და წარდგენა, ინტერვიუების გაკეთება, ბლოგების შექმნა, ერთმანეთის ნამუშევრების შეკრება-შერჩევა, თანამშრომლობა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას:ბიოლოგიაში-შეისწავლიან თევზებისა და მცენარეების დადებით ზემოქმედებას ადამიანზე; ლიტერატურაში-მოიძიებენ ლიტერატურულ მასალას რომელიმე თევზსა თუ წყალმცენარეზე; თანამედროვე ტექნოლოგიებში-გაეცნონ რა ინფორმაციას თევზების შესახებ;შექმნიან ვებ-ბლოგებს; ელექტრონულ წიგნს თავისი ილუსტრაციებით,გამართავენ დისკუსიებს,შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (ფოტოები, ბლოგები) გაცნობა იმ ადამიანებისათვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ადამიანს, გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას აკვარიუმის შერჩევის, ადგილის განთავსების, მისი მომზადების და გაფორმების შესახებ. როგორი სახის წყალმცენარეები არიან აკვარიუმის მცენარეები: ელოდეა, სიგიტარია, ექინოდორუსი, კაბომბა და სხვა.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან.

11. პროექტის ფასილიტატორი: ხათუნი წერეთელი,139-ე საჯარო სკოლის პედაგოგი

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xtsereteli139@jmail.com

13. პროექტის ფორუმი: